15:27 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 11:59:56, 1274 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი: სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც - დემოკრატია განვითარებისთვისაა და არა სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის

„რა თქმა უნდა, სოლიდარობის იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ  სოლიდარობა გჭირდებათ  ქვეყნის შიგნითაც - დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებები წარმოქმნას“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საქართველოში დემოკრატიული პროცესის პროგრესს შეუწყობს ხელს.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრული პროპორციული სისტემით ჩაატაროს, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული სივრცის განვითარებას, მის პროგრესს და იმედი მაქვს, რომ ყველა თავდადებულად იმუშავებს მის გაღრმავებაზე. ბათუმის კონფერენციაზე მე ვილაპარაკე საქართველოს ერთიანობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. ბრიუსელში ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გქონდეთ სოლიდარობის, მაგრამ, მეორეს მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნითაც,- დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები წარმოქმნას“, - განაცხადა  დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ლევან სანიკიძე - დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია - ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics