|
2019-07-10 16:28:43, 1087 ნახვა
რეგიონი
კახა შენგელია - რომ არა თორნიკე რიჟვაძე და მისი მაგარი გუნდი, ეს პროექტი არ გამოვიდოდა
„ვერცერთმა მთავრობამ და ვერცერთმა ქალაქის მერმა ვერ შეძლო, რაც დღეს გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მისმა მაგარმა გუნდმა“, - ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ბათუმში უმაღლესი სასწავლებლის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. "10 წელია დავდივარ და ვერაფერს ვერ მივაღწიე. სულ რაღაც დეკემბერში მივედი ბატონ თორნიკესთან და 6 თვეში ყველაფერი მოგვარდა. ჩემმა სტუდენტებმა იციან, რამდენი წელიწადია ვფიქრობდით და ვმუშაობდით იმისთვის, რომ ეს გაგვეკეთებინა ბათუმში, მაგრამ არ გამოგვდიოდა. ეს ქალაქი ღირსია იმის, რომ ქონდეს მაღალი განათლების კერა", - აღნიშნა კახა შენგელიამ. ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1,500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე, ასევე 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)