|
2019-07-10 12:13:42, 831 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ეს უნივერსიტეტი ბათუმს გადააქცევს განათლების საერთაშორისო და რეგიონალურ ჰაბად
„უნივერსიტეტის მშენებლობა ბათუმში, ამ ქალაქს გადააქცევს საერთაშორისო და რეგიონალურ ჰაბად განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით. რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკება პროექტის განხორციელებაზე და შევთანხმდით, რომ 3 წლის შიგნით ბათუმს უნდა ქონდეს ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი. აქ გვეყოლება ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი, გვეყოლება ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც შეძლებს მოიტანოს ახალი სიცოცხლე და ახალი დინამიკა ამ ქალაქში, რეგიონში. ეს იქნება გამორჩეული პროექტი. პრაქტიკულად, ერთ სივრცეში განთავსებული მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ხარისხიანი განათლების ადგილზე მისაღებად. არის როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ყველა თანამედროვე საჭირო სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის და განათლებისთვის", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ პრეზენტაციაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალგაზრდობა და განათლება მოქმედი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია. „მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდებით, განვითარებული ადამიანური კაპიტალით შესაძლებელია ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევა. განსაკუთრებით, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას თუნდაც, საერთაშორისო ასპარეზზე აქვს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)