|
2019-07-08 13:51:34, 12818 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო R2-ზე: 20 ივნისისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალების გამართლება არ დაიწყო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ გაჟღერებულ უცენზურო ლექსიკას ეხმაურება. რუსეთის საგარეო მიესალმება იმ ფაქტს, რომ "საქართველოს ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის ეთერში გაჟღერებულ განცხადებას გაემიჯნა". "კატეგორიულად ვგმობთ თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო გამოხტომას, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით უცენზურო გამონათქვამების გამოყენებით, "რუსთავი 2"-ზე განხორციელდა. ამას განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ აშკარა პროვოკაციას საქართველოს რადიკალური ძალების მიერ, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოსათხრელად არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ 20 ივნისისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო რადიკალების გამართლება და საკუთარ თავში ძალა იპოვა გაემიჯნოს პროვოკაციას და მათი ქმედება დაგმოს. ვხედავთ იმ სამართლიან პროტესტსაც, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა. ველით ადეკვატურ რეაქციებს პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოებების მხრიდან. მსგავს გამოვლინებებს ცივილურ ქვეყნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი ეთერის დროს უცენზურო ლექსიკით მიმართა. წამყვანის ამ განცხადების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მალევე უკმაყოფილე მოსახლეობა შეიკრიბა. მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ. მომიტინგეებს სხვა და სხვა მოტხოვნები ჰქონდათ, კერძოდ, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, ითხოვდა, რომ გიორგი გაბუნიას ბოდიში მოეხადა, ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვდა, იყვნენ მოქალაქეები რომლებიც აცხადებდნენ, რომ წამყვანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. კიდევ რამდენიმე მოქალაქე გაბუანიასთან ერთად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებასაც ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის შენობასთან, მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ოპერატორმა დატოვა. ამ პროცესების ფონზე, ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" გაბუნიას გამოხატვის ფორმას არ იზიარებს. გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიერ წაქეზებული ბანდერლოგები უწოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ "რუსთავი 2"-მა მუშაობა ისევ განაახლა.
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
ჯანმო-მ ჯერ კიდევ არ მიიღო საჭირო განმარტება რუსეთისგან ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ
პროკურატურამ სერგი ყანჩელის წამების და გაუპატიურების შესახებ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყო
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)