|
2019-07-07 15:11:58, 1123 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღეს
50 მომხრე ხუთის წინააღმდეგი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე საქართველოს რეზოლუციის პროექტი მიიღეს. 26 პუნქტიანი დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. რეზოლუციაში რუსეთის არალეგალური ქმედებების გამო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაა დაგმობილი. მათ შორის კი ჩამოთვლილია საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გაბმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული ეთნიკური დისკრიმინაცია. ზემოთ აღნიშნულ დარღვევებში კი მკვლელობის, წამების, უხეში მოპყრობის, გატაცების და უკანონო დაკავებების ფაქტებია მოყვანილი. რეზოლუცია ასევე მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ენით სწავლების აკრძალვას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულისმკვლელობებს. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის ფაქტიც. საქართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს. ამასთან ერთად, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)