|
2019-07-05 15:09:10, 3497 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკის პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პარტიის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს
უკრაინის პრეზიდენტის, პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დიმიტრი რაზუმკოვი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის გამო საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ დროს ჩაიშალოს. როზუმკოვის განმარტებით, არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის“ მონაწილეობის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს. "სიტუაცია საკმაოდ რთული და სახიფათოა, რადგან რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 5 მილიონი ბიულეტენი უკვე დაბეჭდილია. ახლა, როდესაც "ახალი ძალების მოძრაობა" არჩევნებში მონაწილეობას, საჭიროა ახალი ბიულეტენების დაბეჭდვა, რაც ბევრ დროსთან და ზედმეტ ხარჯეთან არის დაკავშირებული. ეს ფინანსური დანახარჯი ბიუჯეტში გათვლილი არ იყო. საჭიროა დამატებითი დრო, რომ ყველა ბიულეტენი დაიბეჭდოს. ახლა უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები საფრთხის ქვეშ დგას", - განაცხადა ზელენსკის პარტიის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პარტია უკრაინაში, "ახალი ძალების მოძრაობა" რადას არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)