|
2019-07-05 13:20:04, 1075 ნახვა
რეგიონი
ეს ბათუმია, შეხვედრების ქალაქი - შავი ზღვის მარგალიტს ახალი ვიდეორგოლი აქვს [ვიდეო]
შეხვედრების ქალაქი - ასე ჰქვია ბათუმის ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში ხაზგასმულია, რომ ბათუმი არის ქალაქი, რომელიც ქმნის დადებით შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს, ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და მათთვის ეს შეხვედრები ახალი გზის დასაწყისია. „ერთ დღეს შენ იგრძნობ, რომ ეს სწორედ ის დღეა, რომელიც არასოდეს უნდა დასრულდეს. ეს სწორედ ის დროა, რომელიც უნდა გაჩერდეს და ყოველთვის, როცა იმ შეხვედრას გაიხსენებ, რომელმაც ახალი შესაძლებლობების ზღვა გიჩვენა გაიხსენებ მისკენ მიმავალ გზასა და ქალაქს, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს. ეს ბათუმია - შეხვედრების ქალაქი და შენ სად ხარ ახლა?“ ვიდეორგოლი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სარეკლამო კომპანია RedPoint-მა გადაიღო. ეს ბათუმის რიგით მესამე ვიდეორგოლია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა. ჯამში, კი ბოლო სამ წელში აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით დეპარტამენტმა 8 საიმიჯო ვიდეორგოლი შესთავაზა ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. „ბათუმის ახალი საიმიჯო ვიდეოკლიპი გათვლილია როგორც შიდა, ასევე ჩვენი ტრადიციული სამიზნე ქვეყნების ტურისტებზე, რომლებსაც ბათუმთან დადებითი ემოციები/მოგონებები აკავშირებს და მათთვის ბათუმი იმაზე, მეტია ვიდრე უბრალოდ მრავალფეროვანი, ტურისტული მიმართულება. ვიდეორგოლში ვფიქრობთ კარგადაა გადმოცემული ყველა ის ემოცია, რომელიც ტურისტებს ბათუმში დასვენებისას შეიძლება გაუჩნდეს. კლიპში ასევე, წარმოჩენილია ქალაქის ყველა ის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. ამ რგოლით მოვუწოდებთ ყველას დაისვენონ ბათუმში - შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების ქალაქში,“ - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)