|
2019-07-04 19:25:28, 772 ნახვა
რეგიონი
შუახევში გაზიფიცირების წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის 23 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოები მიმდინარეობს შუახევშიც. კომპანიის წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამჟამად, მიმდინარეობს სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო წინასაპროექტო მოკვლევის სამუშაოები. სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეისწავლეს დაბის, ბარათაულის, დღვანის, უჩამბის, ოლადაურისა და ზამლეთის თემებში შემავალი სოფლები, ხოლო უახლოეს დღეებში შეისწავლიან წყალსაყრის, ჭვანისა და შუბნის თემებს. აღნიშნული შედეგები წარედგინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდგომი ინიცირებისათვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)