|
2015-07-03 18:45:53, 423 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის ხელმძღვანელს შეხვდა
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის ხელმძღვანელს ევანგელოს კალპადაკის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური კრიზისი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კრიზისის შედეგად საბერძნეთში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, კერძოდ საბანკო ანგარიშებზე წვდომასა და საზღვარგარეთ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ვლადიმერ გურგენიძემ გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი, რომელიც მეგობარ ქვეყანაში – საბერძნეთშია შექმნილი, დაიძლევა და საბოლოოდ, საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის ურთიერთმისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული. ევანგელოს კალპადაკისმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბერძენი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისათვის. მან ხაზი გაუსვა საბერძნეთის მთავრობის კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთდამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებენ და აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს მათი ინტერესების დასაცავად. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. მათ შორის ბერძნული მხარე დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და ამ კონტექსტში კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.
კობახიძე: იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)