|
2019-07-03 15:23:59, 1431 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს პასუხობს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციური პარტიების მიმართვას ეხმაურება. როგორც თალაკვაძის განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ განხილვებში პოლიტიკური პარტიები იყვნენ ჩართული. მისივე თქმით, 8-10 ივლისის შეხვედრის შემდეგ, მმართველი გუნდი კიდევ ერთ შეხვედრას ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შემადგენლობით ჩაატარებს. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა, დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი და თანამშრომლობა. ასევე, ცნობილია, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნილია ჯგუფი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობს. ამ ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი. პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამას მკაფიოდ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებაც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე. ამ ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს. ამ მიზნით, 8-10 ივლისის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შემადგენლობით", - ნათქვამია განცხადებაში.
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)