|
2019-07-03 14:16:34, 1420 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანთან ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, იმისათვის, რომ შედეგებზე გავიდეთ
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესი განახლდა. კონსტანტინიდის განმარტებით, ადგილზე იგეგმება ექსპერტების გასვლა და აზომვითი სამუშაოები, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ჩატარდება. „გარკვეული პაუზის შემდეგ განახლდა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის მუშაობა. ეს პაუზა ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული, შემადგენლობა იყო გასაახლებელი. როგორც კი განახლდა შემადგენლობა, პირველი რაუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩატარდა. შეხვედრა კონსტრუქციულ და სამუშაო ატმოსფეროში გაიმართა, როგორც ეს ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან შეესაბამება. დღეისათვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემდეგი რაუნდის ნაბიჯები შეთანხმდეს. იცით, რომ იგეგმება ექსპერტების ადგილზე გასვლა, აზომვითი, ტექნიკური სამუშაოები და ა.შ. ყველა არსებული სადემარკაციო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ყველა საკითხი გადაწყდება სწორედ ამ ერთობლივი კომისიის მუშაობის ფარგლებში. დღეს მიმდინარეობს კომუნიკაცია, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს მომდევნო რაუნდის ნაბიჯებზე და თარიღებზე, მხოლოდ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით. გასათვალისწინებელია, რომ ერთი შეხვედრა, ერთი რომელიმე ნაწილი სამუშაოსი არ არის გათვლილი იმაზე, რომ საბოლოო შედეგები მივიღოთ. ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი იმისათვის, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
აშშ-მ და რუსეთმა ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღდგენის საკითხი განიხილეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)