|
2019-07-03 13:02:30, 1220 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ვერავინ გაბედავს, რომ შსს-ში მუშაობდეს და კანონს გვერდი აუაროს
„ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში, კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს - ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მანვე განმარტა, 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რამდენიმე პოლიციელთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ნებისმიერი პირი იყოს გამოვლენილი და მის მიმართ დაიწყოს სამართლებრივი პროცესი, თქვენი კითხვა, შეძლებს კი შშ სამინისტრო იქნება თუ პროკურატურა ნებისმიერი პირი, რომელიც იძიებს, იკვლევს შემოწმებას ახდენს სამსახურეობრივად კონკრეტული პირი შესაძლო გადაცდომებს ან დანაშაულს ვალდებულია კანონზე დაფუძნებით იმოქმედოს, ვერავინ გაბედავს, თუნდაც შს სამინისტროში მუშაობდეს კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს. ამის გარანტი არის კანიონი და საპარლამენტო კონტროლი, ამის გარანტი არის უწყების ხელმძღვანელი, რომელ უწყებასაც ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი, კანონზე დაფუძნებით ვუდგებით ყველა საკითხს, რა თქმა უნდა ყველაფერს უნდა მოჰყვეს რეაგირება, შესაძლოა, თქვენ დასვათ შეკითხვა ერთ კვირაში, ორი კვირაში რატომ არ არის ეს ყველაფერი უკვე გამოვლენილი, მაგრამ უკვე შედეგია ის რომ შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, 10 პირთან მიმართებაში წარმოებს პროცესი, მიმდინარეობს, როგორც სამსახურეობრივი შემოწმება გენინსპექციის მეშვეობით,რაიმე გადაცდომას ჰქონდა თუ არა ადგილი,თუ გამოიკვეთა ეს ნიშნები შემდგომ პროკურატურა უნდა ჩაერთოს, ორთან თუ სამთან მიმართებაში უკვე მიმდინარეობს პროკურატურაში დანაშაულის ნიშნებთან მიმართებაში გამოძიება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
შსს მიშო სულუხიას წარსულში ნასამართლეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ჩხრეკის მიზეზი იყო
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)