|
2019-07-03 12:19:26, 1036 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები ისევ ევრონიუსის ყურადღების ცენტრშია
ბათუმი, როგორც ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევრონიუსის ობიექტივში მოხვდა. გადაცემა „Focus”-მა ბათუმს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა, სადაც საინტერესოდაა გადმოცემული თუ რატომაა ბათუმი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. რეპორტაჟში ხაზი გასმულია ქალაქსა და ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სწრაფად განვითარებაზე, ტურისტულ პროდუქტებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. მსოფლიოში რეიტინგული ტელეარხის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა. ბათუმზე მომზადებულ რეპორტაჟს კი ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი, 12 ენაზე, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობა. გარდა რეპორტაჟებისა, ევრონიუსის მაყურებელი 2017 წლიდან დღემდე ეცნობა აჭარის საიმიჯო ვიდეოკლიპებს, რომელიც ყოველწლიურად და მათ შორის წელსაც, ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემოდა. რეგიონის პოპულარიზაცია ასევე, მიმდინარეობდა Deutsche Welle-სა და BBC - ის ეთერებით. „ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებების მხარდაჭერა, როგორიცაა ევრონიუსი. ახლა განსაკუთრებით გვჭირდება ხმა მივაწვდინოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ საქართველოში დასვენება არის უსაფრთხო, საინტერესო და მრავალფეროვანი. ჩვენ ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით. Deutsche Welle-ს, BBC -ისა და Euronews-ზე აქტიური სატელევიზიო რეკლამების შემდეგ, წელს პირველად ვიწყებთ რეგიონის პოპულარიზაციას ისეთი რეიტინგული, საერთაშორისო ტელევიზიებით, როგორებიცაა Travel Channel და National Geographic, სადაც აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)