|
2019-07-03 12:01:25, 1172 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე - იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი მოსამართლეობის სია „კლანის“ არსებობას ადასტურებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სია სასამართლოს შიგნით „კლანის“ არსებობას ადასტურებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ „გავრილოვის ღამეს“ იხელთა მომენტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია შეავიწროვა. ეს 50-კაციანი დავიწყებული სია კვლავაც მეტყველებს იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოში მოქმედებს კლანი, არ მოქმედებენ დამოუკიდებლად. კიდევ ერთი მიზეზია, რომ გავრილოვის ღამეს მიღებული სია, როდესაც მთელის საქართველო იდგა პარლამენტთან არ განიხილოს საქართველოს პარლამენტმა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137- კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. რომელთანაც გასაუბრების პროცესს ჩანიშნავს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან განსახილველად 20-კაციანი სია პარლამენტს გადაეგზავნება.
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
შსს მიშო სულუხიას წარსულში ნასამართლეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ჩხრეკის მიზეზი იყო
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)