|
2019-07-02 14:15:38, 1059 ნახვა
რეგიონი
შუახევში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
შუახევში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სოფელ ჯაბნიძეებში შენდება. დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25 -მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობივი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებლობაზე 272856 ლარამდე დაიხარჯება. წინა მოსამზადებელ სამუშაოებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრთან თენგიზ ივანაძესთან და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად გაეცნო. დღის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს მათ რიცხვს კიდევ ორი ბუთურაულისა და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღები შეემატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)