|
2019-07-02 13:51:11, 1244 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დადგენილება დაარეგისტრირა, რომლითაც შს მინისტრის გადადგომას ითხოვს
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დადგენილება დაარეგისტრირა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა: „ეს დადგენილება, რომელიც ჩვენ 21 ივნისს დავარეგისტრირეთ, გარკვეულწილად არის ლაკმუსის ტესტი იმ არაადეკვატურობის, რომელსაც ქართული ოცნება იჩენს. პირველი რეაქცია მათი იყო, რომ თურმე 19-ში უნდა დაგვერეგისტრირებინა, ანუ 20 ივნისამდე, რომ განხილვა მოსწრებულიყო. მეორე რეაქცია იყო რომ სექტემბერში უნდა განგვეხილა. და მესამე რეაქცია გუშინ ბიუროზე იყო, რომ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული და სხვა პრიორიტეტები გააჩნია იურიდიულ კომიტეტს, რომ შეიძლება ვერ მოესწროს რიგგარეშ სესიაზე განხილვა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ჯერ კიდევ მოწყვეტილია რეალობას და ხალხს. რაც შეეხება გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს, ის არ განელებულა და არც განელდება. ამას აჩვენებს ის, რომ უკვე 2 კვირაა პროტესტი გრძელდება. ხალხი ითხოვს გახარიას გადადგომას და ის უნდა წავიდეს. იმიტომ, რომ ესროლა თავის თანამოქალაქეებს და მოუწყო გავრილოვის ღამე, არ შეიძლება რომ დარჩეს თანამდებობაზე, ამიტომ ადრე თუ გვიან მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
შსს მიშო სულუხიას წარსულში ნასამართლეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ჩხრეკის მიზეზი იყო
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)