|
2019-06-29 19:43:18, 1879 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას 1 ივლისს გამართავს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას 1 ივლისს გამართავს. მმართველი გუნდი პრეზენტაციაზე პოლიტიკურ პარტიებს, ცესკოს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს. „როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება. პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს. პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,, შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)