|
2019-06-29 17:28:09, 1944 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: თუ დადგინდება უფლებამოსილების გადამეტების მასიურობა, გახარია პასუხისმგებლობას აიღებს
გიორგი გახარიამ ნათლად თქვა, თუ დადგინდება უფლებამოსილების გადამეტების მასიურობა, აიღებს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, თუმცა ამ ყველაფერს გამოძიება და დადასტურება სჭირდება. „ჩვენი გუნდის პოზიცია მე მგონი, საკმაოდ გასაგებია. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ და ამ მოთხოვნებიდან ორი ძირითადი დაკმაყოფილებულია. ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზულია. ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ასევე ფუნდამენტურ ცვლილელბას საარჩევნო სისტემის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ესაა გამოძიებულ იქნას ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ, შემდეგ კი, თბილისის სხვადასხვა წერტილში. ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად და იქნება მკაცრი, ასევე, გამოძიება იქნება ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევებზე. ვფიქრობ, გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა თავისი პოზიცია – მას შემდგომ, რაც გამოძიება ჩატარდება, თუ დადგინდება მასიურობა შსს-ს ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, ამაზე ის აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მანამდე ეს უნდა დადასტურდეს“, - განმარტა ჩუგოშვილმა.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)