|
2019-06-29 17:19:25, 1631 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდეს დისკუსია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოოს. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, სამუშაო ჯგუფში უკვე ჩართულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“. „ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია უკვე საკმაოდ მკაფიო და ნათელია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ. შესაბამისად, თუ მათ სურვილი ექნებათ, რამე ფორმით ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში, რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ. კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტში უკვე მუშაობს საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი, იქ მონაწილეობს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ და მათ გაშვებას ამ ფორმატიდან არავინ აპირებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. გარდა ამისა, როგორ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა საერთო სახალხო განხილვისა და საპარლამენტო განხილვების ფორმატში გაიმართება. „ყველა სხვა საკითხი, რომელიც შეეხება საარჩევნო თემატიკას, განიხილება საარჩევნო ჯგუფში, უკვე დათქმული გვაქვს, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს უნდა დაიწყოს და სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს ანუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, დაინიცირებიდან სულ მცირე, ერთი თვე საერთო სახალხო განხილვები უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო სექტემბრიდან დაიწყება საკომიტეტო და სასესიო განხილვები“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)