|
2019-06-28 19:42:00, 2078 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: განსხვავებული აზრის გამო გუნდის წევრებს არ ვსჯით - საბავშვო ბაღი არაა, მოიყვანო და დატუქსო
„ეს არ არის საბავშვო ბაღი ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, მეორედ ასე აღარ მოიქცე“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ის 4 დეპუტატი, რომელმაც ენმ-ს წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, გარიცხონ. როგორც მდინარაძემ განმარტა, განსხვავებული აზრის მქონდე წევრებს სანქციებს არ უწესებენ. „ჩვენ ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებით. იყო ძალიან ზოგადი საუბარი, რაიმე სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ეს მოლოდინი იყო დღეს მედიაში, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით იმიტომ, რომ განსხვავებული აზრისა და თუნდაც ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო, ჩვენ ასე გუნდის წევრებს არ ვსჯით და სანქციებს არ ვამოქმედებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)