|
2019-06-28 17:10:46, 1887 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი - ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილება ვერ მიიღონ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლერმის აღმოსაფხვრელად. „განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ვითარების გამო, რომლის მძევლებიც თავად არიან, არ შეეზღუდოთ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა, არსებობს გარკვეული მიდგომები. თქვენ იცით, რომ ასევე სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, არაერთი სქემა არის განსაზღვრული, რომლითაც ძალიან გამარტივებულად შეუძლიათ ამ ადამიანებს მოხვედრა, თუმცა, აქვე იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სპეციფიური რეგულაციები და ცოტა ხანში, განვითარებებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გავხდით, კიდევ ერთხელ, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს დამატებითი ბევრი ზომის მიღებაზეა და რაც შეიძლება მალე მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული დღეს ენგურის ხიდზე“, - აღნიშნა ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება.
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)