23:23 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 15:02:05, 3055 ნახვა

მსოფლიო
გავრილოვი შემოდგომაზე საქართველოში მომლოცველად მოგზაურობას გეგმავს

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში ვიზიტმაც საპროტესტო ტალღა გამოიწვია, საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. 

გავრილოვი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მზად არის თბილისში “თუნდაც ხვალვე“ ისევ ჩამოვიდეს.

“ძალიან მინდა, ის მაქვს პირადი გეგმები. შვილებთან ერთად, შემოდგომაზე პილიგრიმობას ვაპირებდით, როგორც კი სიცხეები გადაივლიდა. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ რადგან, ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს“, - აღნიშნა გავრილოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, თბილისში ჩამოსვლაზე მან რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.

"კურთხევა მივიღე და რჩევა ვკითხე ჩვენს პატრიარქს. დამლოცა და მითხრა, რომ სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ვითარება", - დასძინა, რუსმა დეპუტატმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics