|
2019-06-28 14:13:35, 1671 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ნიკა მელიას საკითხზე უმრავლესობის 4 წევრის განსხვავებულ პოზიციაზე იმსჯელებს
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას საკითხის განხილვისას მმართველი გუნდის 4 წევრის განსხვავებულ პოზიციაზე იმსჯელებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, მათი თანაგუნდელების ნეიტრალურ ან განსხვავებულ პოზიციებში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ეს თემა განსჯის საგანი მაინც იქნება. დადგება თუ არა დღის წესრიგში ამ 4 დეპუტატის გარიცხვის საკითხი ან დაუწესდებათ თუ არა რამე სანქციები, მდინარაძე არ აკონკრეტებს. „შესაძლებელია ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ „ნაციონალებივით“ არ ვიქცევით, რომ გუნდის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის გამო განვკვეთოთ ვინმე გუნდიდან. თუნდაც ნეიტრალური განსხვავებული პოზიცია გუნდში ყოველთვის ფიქსირდება და ეს ნიკა მელიას იმუნიტეტს შეეხებოდა, სპეკულაციის თემას შეეხებოდა, თუ რამე სხვა თემას, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის იწვევს განსჯას გუნდის შიგნით“, - განაცხადა მდინარაძემ.
ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)