|
2019-06-27 20:11:36, 1502 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა დესტრუქციულმა ძალამ უნდა აიღოს
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გახარიას წყალობით მოხდა ძალიან მძიმე სცენარის არიდება. „დღეს, გიორგი გახარიას ექნება ინტერვიუ და ექნება შესაძლებლობა ისაუბროს თითოეულ დეტალსა და ქრონოლოგიაზე, თუ რა პროვოკაციასა და საფრთხესთან გვქონდა ჩვენ საქმე 20 ივნისს. ეს პროცესი ძალიან მაღალი დონის შიდა და გარე მონიტრინგის ქვეშ არის ჩვენი პირველადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს პროვოკაცია ამოიწუროს და არ დარჩეს არცერთი. ჩვენ პოლიტკური პასუხისმგებლობის აღება არ გვიჭირს და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი. ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე. რაც შეეხება მოთხოვნა, რომ გადადგეს შს მინისტრი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავსი იარაღად. ამავე დროს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტრანსფარენტულ და გამჭირვალე გამოძიებას როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ქართულ საზოგადოებაში. და ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავინახავთ და გვექნება ანალიზი რასთან გვაქვს საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი რომელიც დაიდება გამოძიების მიერ იქნება შესაბამისი პირველ რიგში ქართული საზოგადოება იქნება ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავს და შეაფასებს. ჩვენ ჩვენს გუნდში არავის არ გვყავს არავინ რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ფაქტი არის ერთი, რომ მოხდა ძალიან მძიმე სცენარის ჩვენი საზოგადოებისთვის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებები როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით ასევე სამართლებრივი და ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)