|
2019-06-27 19:37:49, 1547 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: რაც მოხდა, არ იყო შსს-ს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი - პოლიციის ვალდებულებაა, ქვეყნის მშვიდობა დაიცვას
"რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის პერიმეტრს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბახტაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ქვეყანაში წესრიგს იცავდა. მანვე დასძინა, რომ 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობას საფრთხე დაემუქრა. "ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ მართლაც მოეხერხებინა ამ აგრესიულ ძალას პარლამენტზე მიტანილი შტრუმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს მოქალაქეების მშვიდობას დაემუქრა საფთხე, კონსტიტუციაზე იყო პირდაპირი შეტევა და ეს ყველაფერი დასრულდებოდა უმძიმესი ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის. საპოლიციო სტრუქტურების ვალდებულებაა, დაიცვას ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და საქართველოს კონსტიტუცია. რამდენიმე საათის განმავლობაში, მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენი პოლიციელების და დადგა მომენტი, როდესაც პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას და შესაბამისად, პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ და ეს იყო უმძიმესი წუთები თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, დაზარალდნენ ჩვენი პოლიციელები. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ რაც მოხდა, არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, წესრიგი ქვეყანაში, დემოკრატიული ინსტიტუტები. შედეგი არის მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ და ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა არაფერი არ დგას. პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუტციაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)