|
2019-06-27 18:14:18, 1493 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მონაწილეობა მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) ფორმატში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრო. „როგორც ნატოს კრიტიკულმა პარტნიორმა ქვეყანამ, დღეს მონაწილეობა მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხის განხილვაში, თუ რა მდგომარეობაა ავღანეთში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მონაწილეობა მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პრინციპულად ვუჭერთ მხარს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ლიდერობით დაწყებულ პროცესს, რომელიც სამშვიდობო დიალოგს უკავშირდება და ავღანეთში ყველა სუბიექტის ჩართულობით გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. მივიჩნევთ, რომ სამხედრო კომპონენტთან ერთად, ამ დიალოგს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მის მოადგილეს როუზ გოტმიულერსა და უცხოელ კოლეგებს შეხვდა.
(NS)
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)