09:42 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 13:44:33, 1481 ნახვა

პოლიტიკა
კაკულია: მგონი მაქვს უფლება, ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების საკითხი ჩემებურად გადავწყვიტო

მე მგონი მაქვს უფლება ჩემებურად გადავწყვიტო, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ელოდა დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს და ამიტომ არ მიიღო ენმ-ს წევრის ნიკა მელიას წინააღმდეგ გადაწყვეტილება.

„მე მგონი მე, როგორც ერთ დეპუტატს, მაქვს იმის უფლება, რომ ჩემებურად გადავწყვიტო  ჩემთვის დასაბუთებული არის თუ არა. ამ შემთხვევაში მე მათ გადაწყვეტილებას კი არ ვეწინააღმდეგები, თავად პროცესების შეფასებასთან მიმართებაში. მე არ მომეწონა თვითონ პარლამენტარისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების ის პროცედურა,  რომელიც ჩემი აზრით დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა შეიცავდეს. მე მაქვს მე მგონი უფლება ასეთი პოზიცია მქონდეს.  ახლა თუ ვინმესთვის ეს პრობლემაა... მე ეს არ გამიკეთებია არავითარი დემარშისათვის, პოლიტიკური კარიერის აგებას ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ“, -  განაცხადა რომან კაკულიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics