|
2019-06-27 12:50:13, 1965 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ტურიზმში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხები ნათია თურნავამ ამჯერად ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთობლივი საუბარი გამოსავალზე, რომელიც შეარბილებს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც გამოწვევის სახით უდგას ტურიზმის ინდუსტრიას. „ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ სხვადასხვა გამოსავალზე, ვიმსჯელეთ, როგორ დავეხმაროთ მათ ლოგისტიკაში - იქნება ეს ახალი ფრენები, ჩარტერები, გარკვეული ტრანსფერების დაფინანსება, გარკვეული საფინანსო მხარდაჭერა და ჩვენი არსებული ფინანსური მექანიზმების ამისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ დარგი დაბალანსებულად უყურებს პროცესს, საუბარია როგორც სხვადასხვა ბაზრიდან ტურისტების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე ტრადიციული ბაზრის და მათ შორის რუსული ბაზრის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო გახსნილი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ის არის უსაფრთხო ტურისტული დესტინაცია და ბაზარი, მათ შორის რუსი ტურისტებისთვისაც.
(NS)
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)