|
2019-06-27 11:06:11, 2233 ნახვა
რეგიონი
ტალინიდან ბათუმში პირველი ჩარტერი ჩამოვიდა
დღეს, ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ესტონეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილ პირველ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. მგზავრებისთვის აეროპორტში ფოლკლორ შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ჩარტერული რეისით ბათუმს 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება. „ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირებას ბოლო წლებია აქტიურად ვანხორციელებთ. ამ წუთებშიც, ტალინის ქუჩებში რეგიონის საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი იქცევს ესტონელების ყურადღებას. მზარდია აჭარაში ესტონელი მოგზაურების რაოდენობაც, რაც რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის 5 თვის მონაცემებზე დაყრდნობით 59%-იან მატებას ითვალისწინებს. ჩვენი სტრატეგიაც, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებია აჭარის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ვეწევით სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციასა და მეტი ევროპელი ტურისტის რეგიონში მოზიდვას ემსახურება. შედეგად სახეზეა ჩარტერები ევროპული ქვეყნებიდან. ჯერ გვაქვს ტალინი და მალე დაგვემატება ფრენები ვილნიუსიდანაც,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ჟურნალისტებთანს საუბრისას. ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)