|
2015-07-03 12:40:49, 426 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევა, მათი დაწინაურება, ან სამსახურიდან გაშვება, უნდა დავასრულოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას საჯარო სამსახურის ახალი რეფორმის შესახებ ისაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნა, სადაც ადამიანების მიღება, დაწინაურება, პროფესიული და არა პოლიტიკური ნიშნით მოხდება, მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საჯარო სამსახურის ახალი რეფორმა პროფესიული, ევროპული, ცივილიზებული საჯარო სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს. "მინდა ვისაუბრო საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის დაწყებაზე. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დანაპირები, რომ შევქმნიდით პროფესიულ საჯარო სამსახურს და ეს იქნებოდა კარიერაზე, კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული სამსახური და სწორედ ეს რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო და მივა ბოლომდე. ეს იყო სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის და თქვენ გახსოვთ ყველას, რომ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შერჩევა, მათი დაწინაურება და არ ხდებოდა პროფესიული ნიშნით ადამიანების დაწინაურება.ასევე, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადამიანების გაშვებას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, და ეს უნდა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ პროფესიული საჯარო სამსახური. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საჯარო სამსახურის ბიუროს, ეკა ქარდავას, ასევ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მაია ცქიტიშვილს, მათ ძლიან დიდი სამუშაო ჩაატარეს, მინდა მადლობა ვუთხრა ევროკავშირს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ კანონპროექტის მომზადების საქმეში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის და კერძოდ, ვიზალიბერალიზაციის და ჩვენ ამას ვადაზე ადრე დავასრულებთ. ეს ვალდებულებაც შესრულებული იქნება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც მისი განხილვა დაიწყება. "პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, რომელიც იქნება უპრეცედენტო და ვიტყოდი, რევოლუციური. ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება მთელი ეს სისტემა და შეიქმნება პროფესიული, ევროპული, ცივილიზებული საჯარო სამსახური",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, კანონი ახლებურად არეგულირებს საჯარო სამსახურის ფარგლებს, აკონკრეტებს საჯარო მოსამსახურეთა ცნებებს და კატეგორიებს, პრინციპებს საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების სისტემების შექმნისათვის. იგი ქმნის მყარ სამართლებლივ საფუძველს და აკონკრეტებს დისციპლინური წარმოების სამართლიანი მექანიზმს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა
კობახიძე: იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)