09:40 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:02:30, 1233 ნახვა

პოლიტიკა
კახიანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი

საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება „ნაციონალური მოძრაობის: წევრ, ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი.

როგორც კახიანმა იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტლებას ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ არა.

„საუბარი არის იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ თანხმობას მივცემთ, ამის შემდეგ უკვე პროკურატურას ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკანორ  მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. აი, ამ საკითხზე ვმსჯელობთ დღეს. იმ შემთხვევაში თუ ეს მართლა ასე მოხდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროკურატურისთვის უფლებას , რომ დააპატიმროს პარლამენტის წევრი, არამედ პროკურატურას მხოლოდ უფლება ექნება მიმართოს სასამართლო ორგანოს და სასამართლო ორგანო იმ საპროცესო სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო“, - აღნიშნა კახიანმა.

იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics