|
2019-06-26 10:45:51, 1233 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: ნიკა მელია ამჟამად პარლამენტში იმყოფება და მიმალვას არ აპირებს
"ნაციონალური წევრის" ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი პროკურატურაში მივიდა, სადაც მტკიცებულებებს უნდა გაეცნოს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად პარლამენტში იმყოფება და არსად მიმავლვას არ აპირებს. კორდახაშვილის შეფასებით, პროკურატურის მიერ გაჟღერებული ბრალდება აბსურდულია. „უნდა ჩავიბარო ბრალდების დადგენილება, თუმცაღა მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნულ საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინდელს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, გადმოგვეცეს მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით განხორციელდა ბრალდება ნიკანონ მერიასთან მიმართებაში, რაც დღემდე არ გადმოუციათ. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები. ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება, რომ მას აქვს ორი პასპორტი, რომ იგი რამდენჯერმეა საზღვარგარეთ ნამყოფი, ასეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი. ასევე, გასარკვევია რას გულისხმობს პროკურატურა ორგანიზებაში, მასობრივ არეულობაში, ხელმძღვანელობაში, გადატრიალებაში. უამრავი ჩანაწერი არსებობს, სადაც ნიკანორ მელია აცხადებს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად შევიდეთ პარლამენტის შენობაში და გავაპროტესტოთო. თუკი ამას გულისხმობს პროკურატურა მასობრივ არეულობაში და გადატრიალებაში და ბუნტში, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. ის არსად აპირებს მიმალვას და მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს ამ პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა კონდახაშვილმა.
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)