07:48 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 21:04:20, 1222 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ხელისუფლება მსჯელობს „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე

"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მსჯელობს „რუსთავი 2-ის“ ძალადობრივ აღებაზე. ნიკა გვარამია მოუწოდებს, ხელისუფლებას, არ გაბედოს "რუსთავი 2-ის" ძალადობრივი აღება. 

„ის, რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისულების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომდგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს  შეადგენენ. ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა აიყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა>შ. არ გაბედოთ ამის გაკეტება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია მიმართავს ხელისუფლებაში მყოფ პირებს, შეაჩერონ ბიძინა ივანიშვილი. ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს რუსულ პროექტს უწოდებს და აცხადებს, რომ მას არ გაკვირვებია გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა.

რუსთავი 2





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics