|
2019-06-22 14:25:15, 1274 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კეპულაძე - რუსეთიდან ფრენების აკრძალვით, ქვეყნის ზარალი 250-300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი არ იქნება
არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძის განმარტებით, რუსეთმა საჰაერო შემოსვლა, რომ საერთოდ გააუქმოს და სახმელეთო გზით შემოსვლაც განახევრდეს, დანაკარგი 250-300 მილიონ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს. როგორც კეპულაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული სანქცია საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზარალს ვერ მიაყენებს. „რუსეთიდან შემოსული ტურისტების მხოლოდ 20-დან 25%-მდე იყენებდა საჰაერო მიმოსვლას და ძირითადად ლარსიდან ხდებოდა გადმოსვლა 2018 წელს. საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს და სახმელეთო გზით შემოსვლა განახევრდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს მიმდინარე წელს 2018 წელთან შედარებით, რაც მთლიანი შემოსავლების 8-9% ია. ზრდადი ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან აღნიშნულ დანაკარგს კიდევ უფრო შეამცირებს. ასე რომ, #პუტინხუილო და ვერავის გადაუღუნოს!“- წერს გიორგი კეპულაძე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)