|
2019-06-21 21:29:17, 1070 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი - ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა
„ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა საზოგადოების პროტესტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა, თუმცა ხელისუფლებამ კიდევ უფრო მძიმე შეცდომა დაუშვა. „სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები. როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციას ვგულისხმობ), რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დასახიჩრდა პლასკიკური ტყვიით და რამდენიმემ მხედველობაც დაკარგა, ვფიქრობ იგივე ტყვიების გამოყენება გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა იყო. პროფესიულ პოლემიკაში ვერ წავალ, თუმცა არ მგონია, რომ თუნდაც მეტი პოლიციელის დროული მიყვანით ადგილზე, ან თუნდაც მხოლოდ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების სამართლიანად შეჩერება, რომლებმაც პოლიციელების კორდონზე ყოვლად გაუმართლებელი შეტევა მიიტანეს. დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით. ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოლიტიკური დისკურსი დატოვოს ორპარტიულ პოლარიზებულ განზომილებაში და მიეცეს სახიფათო თვითდამშვიდებას“, - აცხადებს ყოფილი პრემიერი.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)