|
2019-06-21 20:42:10, 2403 ნახვა
რეგიონი
უმაღლეს საბჭოში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის პრიორიტეტები განიხილეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პრიორიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯტის პროექტის შესახებ ინფორმაცია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროებს 100 მილიონი ლარის პროექტები აქვთ, რომლებიც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სხდომაზე ინფორმაცია წარადგინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. კანონმდებლებმა მას ჯანდაცვის მიმართულებით კომიტეტის წინადადებები და რეკომენდაციები გააცნეს. მომხსენებლებმა უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს. წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)