00:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 14:15:23, 1196 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ოცნებიდან“, გაემიჯნონ ძალადობას

 „მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო არასდროს შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენებს პარლამენტში.

„დღეს, არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი, სადაც 30 წლის წინ, რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 30 წლის წინ აქ იდგნენ მილიციელები და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ. დღეს როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს ჩვენს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე ვინც იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს.

მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია. მე არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას, ქართული საზოგადოება არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics