|
2019-06-21 13:29:17, 1632 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ე.წ. უწყების ვეგვერდზე გამოქვეყნდა. ამასთან, დე-ფაქტო უწყება, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს. „ქართველმა პარლამენტარებმა, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენდნენ, მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია უხეშად ჩაშალეს. წარმოქმნილი პოლემიკის დროს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეურაცხმყოფელი რეპლიკა წამოიყვირა, რომლითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობი პრაქტიკულად აღიარა. ოფიციალური პირის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მსგავსი ცინიკური განცხადება სამართლებრივი შედეგების გარეშე არ ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც თავის სამხედრო დანაშაულებებზე. აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გეგმავენ ქართველი პარლამენტარის მიერ გაჟღერებული განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე წამოწიონ, რათა ამ საკითხზე დისკუსიის ყველა მონაწილის ყურადღება მიაქციონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)