06:36 - 09 May, 2026
|
2015-07-02 16:14:55, 811 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „TRANSAERO“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის ივლისიდან ავიაკომპანია „TRANSAERO“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, რეისები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით მინსკიდან რეისების რაოდენობა გაიზარდა. „ავიაკომპანია „Belavia“-მ გაზარდა ფრენის სიხშირეები მინსკსა და ბათუმს შორის და ნაცვლად კვირაში 3 სიხშირისა, ფრენებს შეასრულებს კვირაში 5 სიხშირით“, - აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)