|
2019-06-21 02:41:41, 879 ნახვა
საზოგადოება
ქარტია შსს-ს მოუწოდებს ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. როგორც ქარტიის განცხადებაში აღნიშნულია, საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შედეგად დაშავდნენ „პირველი არხის“, „რუსთავი 2“-ის“, „ტვ პირველისა“ და სხვა მედიაორგანიზაციების ჟურნალისტები. მათ შორის კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტებს, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციაც და სროლაც ამ დრომდე გრძელდება, ურთულეს პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება და მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება. უნდა აღინიშნოს, რომ საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა“, - ნათქვამია ქარტიის განცხდებაში.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)