02:15 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-14 00:46:09, 316 ნახვა

მსოფლიო
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე

სამშაბათს საღამოს, საუდის არაბეთის ქალაქ დაჰრანში, ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა.

როიტერის წყაროების ცნობით, შესაძლოა, შენობა დაზიანდა და შიგნით ხანძარი გაჩნდა. კომპანიისგან ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

ექვსმა წყარომ „როიტერსს“ „არამკოს“ შტაბ-ბინასთან ახლოს ძლიერი აფეთქებების შესახებ აცნობა. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. კიდევ ოთხმა წყარომ განაცხადა, რომ შიგნით მყოფ ადამიანებს ევაკუაციის ბრძანება მისცეს.

სიტუაციის უშუალოდ მცოდნე წყარომ „როიტერსს“ განუცხადა, რომ შტაბ-ბინას დარტყმა მიაყენეს. გაურკვეველია, საბრძოლო მასალა პირდაპირ შენობას მოხვდა თუ დაზიანება ნამსხვრევების ცვენამ გამოიწვია.

საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციამ განაცხადა, რომ რაკეტები, რომელთა ნამსხვრევებიც საცხოვრებელ უბანში დაეცა, დაჰრანში ჩაჭრეს და გაანადგურეს. დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.

როიტერის წყაროს ცნობით, ოთხშაბათს „არამკოს“ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის ინსტრუქცია მიეცათ.

საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვამ მოგვიანებით გაავრცელა გაფრთხილება დედაქალაქ ერ-რიადში პოტენციური საფრთხის შესახებ. შემდეგ ქალაქში ძლიერი აფეთქებაც გაისმა.

ხელისუფლებამ და Saudi Aramco-მ ჯერ არ დაადასტურეს კომპანიის შტაბ-ბინაზე შესაძლო დარტყმის გარემოებები.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics