|
2019-06-21 00:37:43, 1499 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: „ნაციონალები“ უტიფრად მანიპულირებენ ქართველი ხალხის პატრიოტული გრძნობებით
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის გულწრფელი პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, ის რომ საოკუპაციო ზოლმა თითქმის გორამდე მოაღწია, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა. “როგორც აღმოჩნდა რუსი დეპუტატი კონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მთავარი კითხვა მე მაქვს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით, როგორ აღმოჩნდა საქართველოდან წარმატებით გაყვანილი რუსეთის ჯარი, როგორ შემობრუნდა, როგორ აღმოჩნდა აფხაზეთში, ოსეთში, ახალგორში, კოდორში. როგორ აღმოჩნდა ის, რომ რუსეთის საზღვარი თითქმის გორამდე გადმოწიეს სწორედ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შედეგად. ეს ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ ასეთ საკითხზე საუბარს? მე საზოგადოების სხვა წევრების აღშფოთება აბსოლუტურად მესმის და მინდა, შევახსენო ყველას, რომ პირველი აღშფოთება სწორედ ჩვენი გუნდის წევრებმა დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ გავრილოვის თავხედური ეს ჟესტი, რომელიც შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. მე თუ მკითხავთ, საერთოდ პარლამენტშიც არ უნდა მისულიყო ეს ადამიანი, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მაინტერესებს ამ ადამიანებს როგორ ყოფნით ეს თავხედობა და ცინიზმი, რომ ბედავენ და ჯერ კიდევ ასე უტიფრად გვესაუბრებიან და მანიპულირებენ ჩვენი ქართველი ხალხის გულწრფელი, პატრიოტული სენტიმენტებით და გრძნობებით. ეს არის მთავარი შეკითხვა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შევახსენოთ ამ მართლა მოღალატეებს როგორ აღმოჩნდა რუსეთის ჯარი, გაყვანილი, ჩვენ მიერ, ქართველი ხალხის მიერ – გაყვანილი ჯარი როგორ შემოაბრუნეს მათ აფხაზეთში, როგორ ჩააბარეს კოდორი, ცხინვალი და ასე შემდეგ, როგორ დაკარგეს უამრავი სოფელი და ათიათასობით ადამიანი დააზარალეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)