|
2019-06-20 20:07:34, 960 ნახვა
პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი: ხელისუფლებაში სხედან პუტინის პირდაპირი მონები - ივანიშვილის ყველა დამქაში ციხეში
ეს ხელისუფლება საქართველოში რუსულ პროპაგანდას ატარებს, ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთით, სწორედ ამის გამო მათი ადგილი ციხეშია. „დღეს მთელს საქართველოში ხალხმა ვნახეთ, თუ რა ხდება. სათავეში სხედან პუტინის პირდაპირი მონები. ამიტომაც ვართ დღეს ჩვენც ყველანი ასეთ დღეში. ივანიშვილი ციხეში! მაგის ყველა დამქაში ციხეში! მთელი ხელისუფლება ციხეში! სასამართლო ციხეში! პარლამენტი ციხეში! მთავრობა ციხეში! ყველა ერთად ციხეში! ამათი ადგილი ციხეშია და არა თავისუფლებაზე. ესენი მოქმედებენ პირდაპირ პუტინის დაკვეთით. ესენი ატარებენ საქართველოში რუსულ მეთოდებს, რუსულ პროპაგანდას. ესენი არიან ყველანი დასასჯელი და დასაჭერი. ესენი არიან ერთმანეთზე უარესი ნაძირალები“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)