|
2019-06-20 15:06:32, 908 ნახვა
კომენტარი
ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაზე: დატოვონ მანდატები, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ
„ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, უნდა დატოვონ მანდატები, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ“, - ასე გამოეხმაურა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას. როგორც მან აღნიშნა, ის რაც პარლამენტში მოხდა თითოეული ქართველის შეურაცხყოფაა. „დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ“, - განაცხადა ელისაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რუსულმა დელეგაციამ ქვეყანა დატოვოს. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)