|
2015-07-02 15:06:39, 682 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია შეიქმნა
საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის კოლეგასთან, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრთან, ბაირ აბაევთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შესახებ შეთანხმებას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების ხელშეწყობისთვის იმუშავებს. „მათ შორის მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალისა და ტექნოლოგიების მოზიდვის, პროგრამების შემუშავებისა და შეთანხმების ხელშეწყობის, სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, საინვესტიციო პროექტებში ორმხრივი მონაწილეობის, ფინანსური ჯგუფების შექმნის, ერთობლივი წარმოებისა და სამეწარმეო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები“, - აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)