|
2019-06-19 15:52:48, 1183 ნახვა
პოლიტიკა
ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას
სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ ოფიციალურად დატოვა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარიას განმარტებით, კოსტავამ გადაწყვეტილება თავად მიიღო. მისივე მტკიცებით, საკრებულოს საკრებულოს სხვა არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. „ნანა კოსტავა დღეს ტოვებს ფრაქციას და აღარ იქნება ფრაქცია "კონესერვატორები-ქართული ოცნების" წევრი. დღეს ფრაქციიდან გასვლა მისი იურიდულად და ოფიციალურად მოხდა. ის რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად საკრებულოში. მისი გარიცხვა ჩემი გადასაწყვეტი თემა არ არის, ამ თემაზე პარტიაში ამ დრომდე მსჯელობენ. მოგეხსენებათ, როდესაც "კონსერვატორების" ფრაქციას დეპუტატი ტოვებს, ის პარტიაშიც აღარ იქნება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ნანა კოსტავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბლოგერს სალომე ბარკერს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს, 16 წლის და დაეღუპა. დეპუტატმა ბარკერის ვიდეო გააზიარა და დააწერა "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით, როდესაც საზოგადოებაში აღნიშნულმა პოსტმა უკმაყოფილება გამოიწვია, ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და მოიბოდიში. მისი განმარტებით, მან არ იცოდა მოზარდის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან ბოდიშის შემცველი პოსტიც წაშალა. მოქალაქეთა ნაწილმა, ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვდნენ. ქუთაისის საკრებულომ კი, მიიღო გადაწყვეტილება ნანა კოსტავა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოსტავა საკრებულოს წევრის თანამდებობას ისევ იკავებს. ამასთან, სიძულვის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსი გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, ეს არ არის დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პირი არაეთიკური განცხადება. მსგავსი არაჰუმანური პოსტი მან "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროსაც გამოაქვეყნა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)