|
2019-06-19 15:30:58, 1178 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში მთავრობის მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად განხორციელდა. „ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვით ინვესტორებმა, რომლებსაც ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები, ეს ვალდებულება უნდა უზრუნველყონ საბანკო გარანტიით. ამ ფორმატის საფუძველზე ამუშავდა და ამოქმედდა 35 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 220 მილიონ ლარს და 165 მილიონ დოლარს. რაც შეეხება, ახალ ინვესტიციებს, დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 მილიარდი ლარის ახალი ინვესტიცია და ამას ბუნებრივია დაემატება ახალი პროექტები. გვაქვს გეგმა, რომ წლის ბოლომდე შევძლოთ მილიარდი დოლარის ახალი ინვესტიციის რეალიზება და 2 წელში აჭარაში შევქმნათ 6 000 სამუშაო ადგილი. თითოეული მთავრობის წევრი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ეკონომიკურ გუნდში საქმიანობს, ყოველდღიურ რეჟიმში, ამ გეგმის შესასრულებლად არის მიმართული“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)