|
2019-06-19 12:09:23, 834 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დასახლება არ მოხდება
ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი საკანომდებლო ინიციატივით, აღდგება 2009 წელს გაუქმებული ის ნორმა, რომლის საფუძველზეც, დასრულებულ მშენებლობაში, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე მოქალაქეები ვერ შესახლდებიან. სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოწესრიგდება. „გასულ ზამთარს ბუნებრივი აირის აფეთქების რამდენიმე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევების შედეგად, გვყავდა დაშავებულები და დაღუპულები. საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ეს შემთხვევები მოხდა, შესახლებული იყვნენ ადამიანები, თუმცა შენობა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. ეს ნორმა 2009 წელს გაუქმდა და სწორედ მაშინ გახდა დაშვებული ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება. ვფიქრობ, აღნიშნული ნორმა თავის დროზე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გაუქმდა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ შექმნილიყო, თუმცა უკვე ათი წელი გავიდა და იკვეთება, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნორმა, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, ძალაში დავაბრუნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო ზედამხედველობის ის ნაწილია, რომლითაც დგინდება, რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. სამშენებლო პროექტი კი გაცემული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. „სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ იმ სამართლებრივ მოცემულობაში, როცა შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა. მიგვაჩნია, რომ მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში, როდესაც მშენებლობის ახალ ნებართვებს გავცემთ, დასრულებულ შენობაში მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს მოქალაქეების შესახლება, რაც ის ექსპლუატაციაში იქნება მიღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)