|
2019-06-18 14:28:08, 1436 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: ცვლილებები ჩემი ინიციატივა იყო, რეკომენდაცია ეკა ტიკარაძეს მე გავუწიე
ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვება ჩემი ინიციატივა იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინსტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან განაცხადა, თავად სთხოვა პრემიერს, რომ უწყების ხელმძღვანელის ცვლილების საკითხი განეხილა, რადგან მსგავსი ცვლილება შედეგის მომტანი იქნება. თავის მხრივ, სერგეენკო იმედოვნებს, რომ მას მეტი საშუელება ექნება სტრატეგიულ განვითარებასა და დაგეგმარებაზე კონცენტრირებული იყოს. „პრემიერს და მე რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმების ახალი ტალღა როგორ იქნებოდა ოპტიმალური იმისათვის, რომ სწორად დაგეგმილიყო, დანეგილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია, ქალბატონ ეკას, ერთად თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროებში და ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი და მე ნამდვილად მჯერა ანალიზზე დაფუძნებულად, რომ ასე უკეთესად განვითარდება მოვლენები. ერთის მხრივ, მე მეტი საშუალება მექნება სტრატეგიულ განვითარებასა და დაგეგმარებაზე ვიყო კონცენტრირებული და და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)