|
2019-06-17 12:22:07, 1148 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, რეაგირება იქნება მკაცრი
რაინდი არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. „ვერავინ დაარღვევს პოლიციის კორდონებს და ვერავინ იძალადებს პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში იმუნიტეტით ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. „როგორც წესი, შსს-ს დარღვევებზე აქვს ხოლმე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რამე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა, ისევე, როგორც ამ ტიპის ფორმირებების ხელმძღვანელობა და მათში გაწევრიანება ისჯება კანონით. მეტიც, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შსს-მ უკვე მოახდინა რეაგირება – დღეს დილით გამოძიება დავიწყეთ უკანონო ფორმირების მუხლით. სამინისტრო ჩაატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, შეფასდება კონკრეტული პირისა და პირების ქმედებები, ამას მიეცემა სათანადო სამართლებრივი შეფასება. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა. სანამ ადამიანები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს განახორციელებენ ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება. გამოძიების შედეგები გონივრულ ვადებში უნდა ვიხილოთ, რაც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებას სჭირდება. ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ამას შესაბამისი დრო სჭირდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)